16 მაისს საქართველოს პარლამენტის წევრმა, ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ მოსახლეობას კოალიცია “ქართული ოცნების” ტყიბულის გამგებლისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. შეხვედრა ამ დღეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში შედგა, რომელსაც 500-მდე მხარდამჭერი დაესწრო.ელისო ჩაფიძის განცხადებით, კოალიციამ ის გუნდი შეარჩია, რომელიც ტყიბულს ძველ დიდებას დაუბრუნებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ქართული ოცნების” ტყიბულის გამგებლობის კანდიდატი რობინზონ გვენეტაძეა, რომელიც ამჟამად “ქართული ოცნების” ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. დასახელებული 10 მაჟორიტარი კანდიდატიდან კი ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატად თამაზ კუბლაშვილი დასახელდა, ხოლო თემებისა და სოფლების მიხედვით კანდიდატები ასე გადანაწილდნენ:
საწირის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი _ თემურ ცქიფურიშვილი;
სოფელ მუხურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი _ როლანდი არსენაშვილი;
ხრესილის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი _ რამაზ ობოლაძე;
ორპირის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი _ მურმან ბასილაძე;
კურსების თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი _ მაკა ბაკურაძე;
სოფელ ცუცხვათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი _ გრიგოლ ჩიხლაძე;
გურნის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი _ ამირან გელაძე;
სოჩხეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი _ ინგა ცნობილაძე;
ჯვარისის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი _ ისიდორე ლომთაძე.
კოალიცია “ქართული ოცნების” ტყიბულის გამგებლობის კანდიდატის რობინზონ გვენეტაძის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მზად იქნება ტყიბულის აღმშენებლობაზე იზრუნოს. კანდიდატების მხარდასაჭერად ტყიბულში ამ დღეს ჩამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ომარ ნიშნიანიძე და მსახიობი ზაზა კოლელიშვილი.

თეონა ჯანელიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *