წარმატებით დასრულდა „ევრაზიის თასისი პირველობა კუნგ-ფუ ფაიტინგში“ რომელიც თბილისში 18 და 19 მარტს გაიმართა.შეჯიბრში მონაწილეობდნენ 5 ქვეყნის-(საქართველო, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, სომხეთი და რუსეთი) 138 სპორტსმენი ვაჟები და გოგონები.

ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონის 15 კუნგ-ფუს კლუბი იღებდა მონაწილეობას. შეჯიბრში 1 ადგილი საქართველომ მოიპოვა,მე-2 ადგილი სომხეთმა და მე-3 ადგილი რუსეთმა.

ჩემპიონატში ტყიბულიდან ოლეგ ფანჩულიძის „კუნგ-ფუს“ სკოლის შეგირდები მონაწილეობდნენ ,რომლემაც წარმატებით იასპარეზეს და მოიპოვეს საპრიზო ადგილები.

კუნგ-ფუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის ოლეგ ფანჩულიძის ინფორმაციით -„წელს პირველობამ უმანსპინძლა 5 ქვეყანას და მით უფრო მნიშვნელოვანია ნაკრების მიერ მოპოვებული შედეგები.ტყიბულის სკოლა ტურნირზე წარდგენილი იყო 9 სპორტსმენით და მათ მოიპოვეს 3 პირველი,4 მეორე და 2 მესამე ადგილები.
ჩემპიონები და ევრაზიის თასის მფლობელები გახდნენ:საბა გელაძე,გიორგი ჭიჭიკოშვილი და ნიკა ბუბაშვილი.
პრიზიორები გახდნენ:ლუკა და ნიკა ბარბაქაძეები,ბაჩუკი დიხამინჯია,გიორგი გორგიძე,ლუკა ქაშიბაძე და ლევან ცნობილაძე.“

გუნდი ტურნირისათვის მოამზადეს ოლეგ ფანჩულიძემ და ლაშა ცქიფურიშვილმა.თბილისში გამგზავრებაში მათ დახმარება ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტულმა სკოლამ გაუწია.