ტყიბულში 48 წლის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა წუხელ მოხდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ მამაკაცი სამუშაოდ შახტაში მიდიოდა, რა დროსაც მას დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

ადგილობრივებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.ადგილზე მისულ ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. მკვლელის ვინაობა ამდრომდე უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.