იმერეთის მხარის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი რაიონებში შეხვედრებს ისევ აგრძელებს. 15 მაისს გუბერნატორი სამუშაო ვიზიტით ტყიბულში იმყოფებოდა, სადაც მან მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დათვალიერა.

მას შემდეგ რაც ის ადგილზე გაეცნო მუხურა-ტყიბულის გზაზე ბეტონისსაფარიანი გზის მშენებლობასა და ქალაქში 750 კაცზე გათვლილი მშენებარე ქართული ჭიდაობის არენის მიმდინარე სამუშაოებს, ზაზა მეფარიშვილმა სამუშაო შეხვედარა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გამართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად, სამსახურის უფროსები, სოფლის თემების რწმუნებულები და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
გუბერნატორმა შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ის ანგარიში მოისმინა, რომელიც ადმინისტრაციულმა აქტივმა წარმოადგინა. ასევე დაისახა მომავალი გეგმები და განისაზღვრა ექვს თვეზე განსახილველი პროექტების პრიორიტეტულობა.
ზაზა მეფარიშვილი ტყიბულიდან თერჯოლაში გაემგზავრა. ის ანალოგიურ შეხვედრებს იმერეთის რეგიონის ყველა მუნიიპალიტეტში გამართვს.

 

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *