ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ მუხურაში თოვლი მოვიდა.როგორც ადგილობრივები ამბობენ თოვლის საფარი რამდენიმე სანტიმეტრია და სოფელში ამწუთებშიც თოვს.

“თოვლს თუ ღამით ყინვაც დაერთო ხემცენარეების ყვავილებს დააზიანებს და მოსახლეობა ხილის მოსავლის გარეშე დარჩება,ასევე შესაძლებელია თოვლმა დააზიანოს საყანე და საბოსტნე ნათესები” აცხადებენ ადგილობრივები.

ზამთარში დიდთოვილანობის გამო სოფელში არის მძიმე კლიმატური პირობები,იკეტება შიდასასოფლო და ტყიბულთან დამაკავშირებელი გზა, ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოთქვამენ რომ ასეთი რთული პირობების მიუხედავად არმოხდა სოფლისათვის მაღალმთიანი სტატუსის მინიჭება.

ფოტო მასალა “ახალგაზრდული მოძარაობა ძლიერი მუხურა“ს ფეისბუქგვერდიდან.