იტალიაში სამუშაოდ წასული ქართველი ქალბატონი ნაილი ნემსიწვერიძე მძიმე ავადმყოფობის შედეგად იტალიის ერთერთი ქალაქის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ოჯახი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში “მაღაროს დასახლებაში“ ცხოვრობს.როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ მას ოჯახში მეუღლე და მოხუცი დედამთილი ყავს.

თანასოფლელმა გვითხრა რომ “ნაილი კარგი ქალბატონი იყო,ოჯახს ძალიან უჭირდა ეკონომიურად და ერთი წლის წინ იტალიაში წავიდა სამუშაოდ.უცხო ქვეყანაში ჩასულმა რამდენიმე თვეში გაიგო რომ ლეიკემიით იყო დაავადებული.როგორც ვიცით იქ რთულ პირობებში უწევდა მუშაობა. ოჯახი სოფელში რთულ სოციალურ პირობებში ცხოვრობს,მეუღლეც ავად არის, მათ არაქვთ საშუალება რომ გარდაცვლილი საქართველოში გადმოასვენონ“ აცხადებენ თანასოფლელები.

გარდაცვლილის მეუღლემ ემზარ წულუკიძემ „ოკრიბანიუს“ განუცხადა -„ დღეს თბილისში ვიყავი და საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩავაბარე ყველა საჭირო დოკუმენტაცია და იმედი მაქვს რომ სახელმწიფო დამეხმარება გარდაცვლილი მეუღლის სამშობლოში გადმოსვენებაში.ახლა დასვენების დღეები დაიწყო და ალბად ეს პროცდურები მომავალ კვირამდე გაგრძელდება.“