სამედიცინო აქცია გაიმართება მოზარდებისათვის ტყიბულში და თერჯოლაში. ინფორმაცია აღნიშნული აქციის შესახებ “ოკრიბანიუს“ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროდ მიაწოდეს.

„ტყიბულისა და თერჯოლის გაერთინებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის ინიციატივითა და პატრონაჟით, თბილისის პედიატრიული პრივატ კლინიკის ექიმები, ტყიბულში და თერჯოლაში 0-დან 18-წლამდე მოზარდებისათვის უფასო სამედიცინო გასინჯვებს და ლაბორატორიულ – ინსტრუმენტალურ გამოკვლევებს ჩაატარებენ.მსურველებს შესაძლებლობლობა ექნებათ გაიარონ კონსულტაციები სახვადასხვა პროფილის წამყვან სპეციალისტებთან: ნეონატოლოგი, პედიატრი, ბავშვთა ქირურგი,ოტო-რინო-ლარინგოლოგი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, გასტროენტეროლოგი, ნეფროლოგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ყბა-სახის ქირურგი,რადიოლოგი,ექოსკოპისტი“.ნათქვამია ბიუროს განცხადებაში.

სამედიცინო აქცია ტყიბულში გაიმართება 22 -აპრილს 10 სთ-დან 18- საათამდე, N6 საჯარო სკოლის შენობაში; მისამართი ტყიბული- თაყაიშვილის ქუჩა N1.

სამედიცინო აქცია თერჯოლაში გაიმართება 23-აპრილს 10სთ -დან 18- საათამდე, N1 საჯარო სკოლის შენობაში; მისამართი თერჯოლა- რუსთაველის ქუჩა N113.