ტყიბულში სპორტის სასახლეში, 6 და 7 მაისს იმერეთის რეგიონის საკალათბურთო ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება.

სპორტული ღონისძიების შესახებ ინფორმაციას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელბს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ მ/წ 6 და 7 მაისს, ტყიბულის სპორტის სასახლეში ,, მე-14 ევროპის ახლგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისადმი“ მიძღვნილი, იმერეთის რეგიონის საკალათბურთო ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალი 2002-2004 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის ჩატარდება, რომლის ორგანიზატორები არიან, იმერეთის კალათბურთის ფედერაცია, იმერეთი (ქუთაისის) რეგიონალური კომიტეტი. მხარდამჭერები: ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.დასწრება თავისუფალია.გთხოვთ, მობრძანდეთ!დასაწყისი 11:00 საათზე.“ ნათქვამია გამგეობის განცხადებაში.