12 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა ანდრიას უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომაც ეწოდა პირველწოდებული. მაცხოვრის პირველი მოციქული, პეტრე მოციქულის ძმა, საქართველოში უფლის მცნებების საქადაგებლად უშუალოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დავალებით გამოემართა.
საქართველოში წამოსვლამდე მას დედაღვთისამ მოუწოდა და ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში წმ. ანდრიას უნდა ექადაგა.
უფლის მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი.
წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პეტრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ორჯერ აღნიშნავს: 12 მაისსა და 13 დეკემბერს.
დღესასწაულზე ყველა მოქმედ ტაძარში ღვთისმსახურება აღევლინება. საზეიმო წირვა-ლოცვა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ტაძრის წინამძღვარმა მამა იოანე (კობახიძემ) ჩაატარა. მან დალოცა მრევლი, დღესასწაული მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თეონა ჯანელიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *