ტყიბულში კეცხოვლის პარკში 27-30 ივნისს “ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის” TDDF წარმომადგენლების ორგანიზებით ახალგაზრდული საბჭოს თოთხმეტმა წევრმა ადგილობრივი მოზარდებისათვის საზაფხულო ბანაკი „საოცარი არდადეგები 2 – თავგადასავლების შესახვედრად“ გამართეს.

ბანაკის 30 მონაწილე (ასაკი – 9-12 წელი) აპლიკაციების საფუძველზე შეირჩა;

ახალგაზრდული საბჭოს წევრების დაუღალავმა შრომამ, ეფექტურმა და ინოვაციურმა იდეებმა ემოციებით სავსე გახადა მონაწილეებისათვის ზაფხულის არდადეგების ოთხი დღე.

ბანაკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მონაწილეების საკომუნიკაციო და ლიდერული უნარების გაუმჯობესება იყო, ამასთან მათ შესაძლებლობა მიეცათ სხვადასხვა აქტივობის შესწავლის, რომლებსაც მომავალში თანატოლებთან ურთიერთობისას გამოიყენებენ; ბანაკის თითოეული დღე გამორჩეული იყო თავისი დანიშნულებით, 4 დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ შემდეგ საკითხებს:

-გუნდური და ინდივიდუალური სახალისო, შემოქმედებითი და ინტერაქტიული აქტივობები;

-ტრენინგები და მინი ლექციები,რომლებიც ორიენტირებული იყო სტრატეგიულ აზროვნებასა და სიტუაციური ლიდერის
უნარების განვითარებაზე;

– სპორტულ-ინტელექტულური სავარჯიშოები – ვსწავლობთ კეთებით;

– თამაშები, სივრცეში ორიენტირებისა და გუნდთან ერთად გადაწყვეტილებების მისაღებად;

– გასართობი აქტივობები/ცეკვები/სერტიფიკატების საზეიმო გადაცემა;

-ლაშქრობა ულამაზეს ბუნებასა და საინტერესო გარემოში ტყიბულის შემოგარენში – მშვიდობის პარკში.


როგორც ყოველთვის, ახალგაზრდული საბჭო კვლავ გპირდებათ მრავალ სიახლეს, საინტერესო აქტივობასა და ტრენინგს პრობლემატურ საკითხებზე სკოლის მოსწავლეებისთვის. რაც მთავარია, საბჭო ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს ნებისმიერ ახალგაზრდას თვითგანვითარებასა და საკუთარი უნარების რეალიზებაში.