„საქნახშირი ჯი-აი-ჯი“ ჯგუფის გადაწყვეტილებით კომპანიაში დასაქმებული მენეჯმენტისათვის ჩატარდა რამდენიმე დღიანი ტრენინგი „შრომის უსაფრთხოებისა და ჯამრთელობის დაცვის“ საკითხებზე.

ტრენინგს შახტაში დასაქმებულთათვის კომპანია „საქკო“ ატარებს,რომელთა ტრენერებს მრავალწლიანი უცხოური გამოცდილება აქვთ აღნიშნულ სფეროში.

ტრენინგის მიზანია-„კომპანიაში დაინერგოს ვროპული მიდგომა სამუშაო ადგილებზე რისკის შეფასების და ტრავმატიზმის თავიდან აცილებისათვის და ეფექტური პრევენციული ღონისძიებების დასახვა.ასევე შესაბამისი შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტების -თანამდებობრივი ინსტრუქციების,სამუშაო პროცედურების შექმნა და დანერგვა საწარმო პროცესებში.

ტრენინგის კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებმა გაიარეს ტესტირება. ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მათ გადაეცემათ სერთიფიკატები.

კომპანიას „შრომის უსაფრთხოებისა და ჯამრთელობის დაცვის“ საკითხებში სასწავლო ტრენინგების ჩატარება დაგეგმილი აქვს მომავალში – შახტის, თბოელექტრო სადგურისა და ქვანახშირის გამამდიდრებელ ფაბრიკაში დასაქმებული ყველა პერსონალისათვის.

აღნიშნულ საკითხებზე მიღებულ ცოდნას საწარმოში დასაქმებულები გამოიყენებენ სამუშაო პროცესის დროს,რაც მინიმუმამდე შეამაცირებს ტრავმატიზმის დონეს საწარმოში,ტრენინგებს სისტემატური სახე ექნება და თემატურად ჩატარდება.