ტყიბულში, საცურაო აუზზე, ქალთა და ვაჟთა შორის სწრაფ ცურვაში შეჯიბრება გაიმართა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ფეისბუქგვერდის ინფორმაციით აღნიშნულ ასპარეზობაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

ვაჟთა შორის პირევლ ადგილზე შალვა სულამანიძე გავიდა, მეორე ადგილი თორნიკე ჯმუხაძემ დიკავა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი წილად ნიკოლოზ ფოფხაძეს ხვდა.

გოგონებს შორის პირველი ადგილზე ნინო ჭელიშვილი გავიდა, მეორე ადგილი ნინო არსენიძემ დაიკავა.
გამარჯვებულები მედლებითა და სიმბოლური ფასიანი საჩუქრებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებმა, შალვა გაბრიაძემ და სოფიო ბოჭორიშვილმა დააჯილდოვეს.ასევე დაჯილდოვდნენ ასპარეზობაში მონაწილე ნორჩი მოცურავეები.

ღონისძიება ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის თანადგომით გაიმართა და მას ორგანიზება გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა გაუწია.