„საქნახშირი ჯი-აი-ჯი“ს გადაწყვეტილებით, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტზე დახრილი ჭაურის მშენებლობის დაწყებისათვის ახალი პროექტის მუშა ვერსიის შედგენა მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით გაკეთდება ორკილომეტრნახევრიანი 14 გრადუსამდე დახრილი გვირაბი. აღნიშნული გვირაბით გათვალისწინებულია ქვანახშირის ტრანსპორტირება შახტიდან მიწის ზედაპირდზე კონვეიერით. ასევე გვირაბი შეასრულებს შახტიდან სათადარიგო გამოსასვლელის ფუნქციას.

გვირაბის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ აღარ მოხდება ვერტიკალური ჭაურით შახტიდან 0-ჰორიზონტიდან ელმავლებით ნახშირის გამოტანა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ პროექტზე ქართველი, უკრაინელი და რუსი სპეციალისტები ერთობლივად მუშაობენ,რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ სამთო დარგში.

პროექტის დამტკიცების შემდეგ კომპანია გამოაცხადებს ტენდერს გვირაბის საამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად და გვირაბი მშენებლობის დაწყებიდან ექსპლუატაციაში 2021 წლის ბოლოს შევა.