ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2015-2016 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროს და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ. სიგელები გადაეცათ წარჩინებულ მოსწავლეთა მშობლებს და სკოლის დირექტორებს.

ინფორმაციას აღნიშნული ღონისძიების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი აქვეყნებს,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ –

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში 2015-2016 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთვრებულთა მედლებით დაჯილდოება გაიმართა.

15 ოქროსა და 9 ვერცხლის წარჩინებულ მედალოსანს, მედლები და სიგელები მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ კუბლაშვილმა და ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ირინა კორძაიამ გადასცეს.

ღონისძიებას ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე ესწრებოდა, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალი ქულებით ჩარიცხულ სტუდენტს, უჩა ჩიტიძეს საკუთარი ხელფასიდან სტიპენდია დაუნიშნა. სიგელებით ასევე დაჯილდოვდნენ წარჩინებულ მოსწავლეთა მშობლები და ქ. ტყიბულის №1, №6 და სოფლების: გურნის, ხრესილისა და ორპირის საჯარო სკოლების დირექტორები.

რობიზონ გვენეტაძემ, მედალოსნებს ცხოვრების ახალ ასპარეზზე წარმატებები უსურვა და მათ მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით ფულადი ჯილდო 100-100 ლარი გადასცა.

ოქროს მედლით დაჯილდოვდა: სანდრო ამყოლაძე (№ 1 საჯარო სკოლა); ანა ბუხრაშვილი (№ 1 საჯარო სკოლა); თამარ ლაფერაძე (№ 1 საჯარო სკოლა); ნიკოლოზ გვენეტაძე (№ 1 საჯარო სკოლა); ანი აბრამიძე (№ 6 საჯარო სკოლა); გიგლა კუპატაძე (№ 6 საჯარო სკოლა); ანა კობახიძე (№ 6 საჯარო სკოლა); ლალი ხუციბერიძე (№ 6 საჯარო სკოლა); ბაჩანა აბესაძე (№ 6 საჯარო სკოლა); უჩა ჩიტიძე (№ 6 საჯარო სკოლა); ალექსანდრე ქასრაშვილი (№ 6 საჯარო სკოლა); ნაია გორგიძე (სოფ. ორპირის საჯარო სკოლა); თამთა შავიანიძე (სოფ. ორპირის საჯარო სკოლა); ანა ჯინჯიხაძე (სოფ. ორპირის საჯარო სკოლა); ნიკა კუპრაშვილი (სოფ. ხრესილის საჯარო სკოლა).

ვერცხლის მედალები გადაეცათ: სალომე გაბრიჭიძეს (№ 1 საჯარო სკოლა); მეგი ჯიშიაშვილს (№ 1 საჯარო სკოლა); მარიამ მოდებაძეს (№ 1 საჯარო სკოლა); მარიამ ფანჩულიძეს (№ 1 საჯარო სკოლა); ნინო გელაძეს (№ 6 საჯარო სკოლა); ანანო ფანჩულიძეს (№ 6 საჯარო სკოლა); მარიამ რობაქიძეს (№ 7 საჯარო სკოლა); მარიამ ჯიხვაშვილს (№ 7 საჯარო სკოლა); ოლეგ კაკუშძეს (სოფ. გურნის საჯარო სკოლა).“