ევროპული საქართველოს ლიდერებმა გიგი უგულავამ,ოთარ კახიძემ და გიგა ბოკერიამ ტყიბულის ცენტრალურ პარკში შეკრებილ მხარდამჭერებს, ევროპული საქართველოს ტყიბულის მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.

მერობის კანდიდატად ტყიბულის მუნიციპალიტეტში რუსლან ჯულაყიძე წარადგინეს, მაჟორიტარ კანდიდატებად ნანა ბახუტაშვილი,ელდარ ჩაფიძე და ნინო ბახუტაშვილი.

პარტიის ლიდერებმა მხარდაჭერებს საარჩევნო პროგრამა გააცვნეს და მოუწოდეს მხარი მათ მიერ წარდგენილ ტყიბულის მერობის და მაჟორიტარ კანდიდატებს დაუჭირონ,რომლებიც იზრუნებენ მუნიციპალიტეტის კეთელდღეობისათვის.

“ტყიბულშიც იგივე პრობლემებია, რაც დანარჩენ საქართველოში, აქაც ზუსტად ისე უჭირთ პენსიონერებს გაზრდილ ფასებთან გამკლავება, აქაც არის ძალიან ბევრი სხვა პრობლემები. ამიტომ, ამ ყველაფერს სჭირდება გამოსწორება. გამარჯვების შემთხვევაში არ დავიშურებ ძალღონეს აქ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად,“ – განაცხადა ”ევროპული საქართველოს – მოძრაობა თავისუფლებისთვის” ტყიბულის მერობის კანდიდატმა რუსლან ჯულაყიძემ.