5 მაისს ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში წელს პირველად მეოთხე საფეხურზე გადასაყვანი გამოცდა ჩატარდა. სწავლის მსურველებმა ამ დღეს ტესტური გამოცდა მესამე საფეხურის მანძილზე განვლილი მასალის მიხედვით გაიარეს.

აღნიშნული მიზნით შექმნილი იქნა საგამოცდო კომისია, რომლის თავმჯდომარე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი შალვა კელეპტრიშვილი იყო.

გამოცდების მიმდინარეობას კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.
მეოთხე საფეხურზე სწავლა 12 მაისიდან დაიწყება და მისი ხანგრძლიობა ათი თვეა. სწავლას მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს და სტუდენტები აქ განათლებას სრულიად უფასოდ მიიღებენ.

მეოთხე საფეხურზე პროფესიულ განათლებას სამოცამდე სტუდენტი სამ სხვადასხვა სპეციალობაზე მიიღებს.

თეონა ჯანელიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *