ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალმა „ტყიბული 2017“-მა სტარტი 22 აგვისტოს აიღო და 27 აგვისტომდე გაგრძელდა. ფესტივალი ტყიბულში წელს უკვე მეცხრედ ჩატარდა.

ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის ვერცხლის დარბაზში მონაწილეობას საქართველოს 10 სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული 70-მდე ნორჩი მოჭადრაკე იღებდა. შეჯიბრება 4 ასაკობრივ ჯგუფში – რვა, ათ, თორმეტ და თექვსმეტ წლამდე ვაჟებსა და გოგონებს შორის გაიმართა. თამაშები ძირითადად შვეიცარული სისტემით შვიდ ტურად ჩატარდა.
ტურნირის გამარჯვებულები და მათი მწვრთნელები ტრადიციულად ფულად ჯილდოსთან ერთად შესაბამისი ხარისხის მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდედნენ.
ვაჟთა შორის 8 წლამდე ასაკში პირველი ადგილი დაიკავა ბექა წვერავამ, მეორე ადგილი-გიორგი გიორგაძემ, მესამე ადგილი კი-დემეტრე წურწუმიამ. ხოლო გოგონათა შორის პირველ ადგილზე გავიდა ლილე ფირცხალეიშვილი, მეორე ადგილი დაიკავა ანა კიტაძემ, მესამე ადგილი-ანასტასია პატარიძემ.
10 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის ადგილები ასე გადანაწილდა: ვაჟთა შორის პირველი ადგილი დაიკავა მათე სილაგაძემ, მეორე ადგილზე გავიდა დავით მინასიანი, მესამე ადგილზე-დავით ქოთოლაშვილი. გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა ანასტასია კირთაძემ, მეორე ადგილი წილად ხვდა კესო მეტონიძეს, მასამე ადგილი კი-მარიამ ჭიღლაძეს.


12 წლამდე ჭაბუკთა შორის პირველ ადგილზე გავიდა ილია კავკასიძე, მეორე ადგილი დაიკავა ნიკოლოზ გაბრიაძემ, მესამე ადგილი-ზურაბ გონგლიაშვილმა. გოგონათა შორის პირველი ადგილის მფლობელი გახდა ნათია სახამბერიძე, მეორე ადგილი დაიკავა ანა ჩუბინიძემ, ხოლო მესამე ადგილი მარიამ ბენიძემ.
14 წლამდე ჭაბუკთა შორის ჩემპიონია დავით ცქიფურიშვილი, ხოლო 14 წლამდე გოგონათა შორის-თამარ ესაძე.
16 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულია ლევან ბაბუხადია, მეორე ადგილი დაიკავა ოთარ სუთიძემ, ხოლო მესამე ადგილი-გიორგი ახვლედიანმა. გოგონათა შორის პირველი ადგილზე გავიდა ლიკა იმნაძე, მეორე ადგილზე-თეა იმნაძე, ხოლო მესამეზე-ქრისტინე ესაძე.
დამწყებ მოჭადრაკეთა შორის პირველი ადგილი დაიკავა სოსო ცნობილაძემ, მეორე ადგილზე გავიდა ნიკოლოზ კაშია, ხოლო მესამეზე-საბა ბოჭორიშვილი.
ასევე დამწყებ მოჭადრაკე ჭაბუკთა შორის პირველი ადგილი დაიკავა ნიკოლოზ გორგიაშვილმა, მეორე ადგილი-ზურა კეთილაძემ, ხოლო მესამე ადგილი-გიორგი ქათამაძემ.
დამწყებ მოჭადრაკე გოგონათა შორის პირველ ადგილზე გავიდა მარიამ გორგიაშვილი, მეორე ადგილზე-მარიამ ბოჭორიშვილი, ხოლო მესამეზე-ელა ზოსიაშვილი.
შეჯიბრების ორგანიზატორები საქართველოს, იმერეთისა და ტყიბულის ჭადრაკის ფედერაციებთან ერთად საჭადრაკო კლუბი „ტყიბული“ და ადგილობრივი თვითმმართველობა იყო.