ტყიბულის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გამგებლობის კანდიდატი თემურ ჩუბინიძე წარუდგინა ტყიბულელ ამომრჩევლებს, საქართველოს პარლამენტის წევრმა ტყიბულისა და თერჯოლის დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ.

კანდიდატის წარდგენას ტყიბულელები, ქართული ოცნების მხარდამჭერები, საქართველოს პარლამენტის წევრი ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე,იმერეთის მხარის გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თემურ ჩუბინიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად საქართველოს პრემიერ მინისტრმა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა 2 სექტემბერს ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე დაასახელა.

სტატია ქვეყნდება “საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია” და ასოციაცია “დემოკრატიული აღმოსავლეთის” ერთობლივი პროექტის – “შენი მუნიციპალიტეტი, შენი ხმა” ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების პოზიციას. შესაბამისად, “საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია” და ასოციაცია “დემოკრატიული აღმოსავლეთი” არ არიან პასუხისმგებელები მასალის შინაარსზე.