მეშახტეთა ბავშვებს რომლებიც წელს საჯარო სკოლის პირველ კლასში სასწავლებლად წავიდნენ,

სკოლაში წასვლამდე მათ კომპანია “საქნახშირი-ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ შახტის ადმინისტრაციის ეზოში ტკბილეულით გაუმასპინძლდა, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და 80-მდე პირვეკლასელს სასკოლო ჩანთები სასკოლო ნივთებთან ერთად საჩუქრად გადასცა.

როგორც “ოკრიბანიუს” კომპანიაში განუცხადეს – „აქცია უკვე მეორე წელია იმართება და ტრადიციად დამკვიდრდა, ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყებისას მეშახტეთა პირვეკლასელ ბავშვებს სასკოლო ჩანთები და ნივთები საჩუქრად გადაეცემათ, გვიხარია ისიც რომ შარშან 40 პირველკლასელი გვყავდა, წელს კი 80 მიდის მარტო ჩვენგან“- გვითხრეს კომპანიაში.