პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო კამპანია თითქმის დაასრულეს.ტყიბულის საარჩევნო ოლქში სულ 9 პოლიტიკური პარტია იბრძვის გამარჯვებისათვის,მათ შორის კონკურენცია მაღალია.

თუმც ხმამაღალი ნათქვამია ზოგიერთი პარტიის მიმართ “კონკურენცია“, რადგანაც „კონკურენცია“ კიარა საერთოდ არიციან ვინ არიან, სად მოდიან და რაუნდათ.ზოგიერთ პარტიულ სიაში მყოფს რომ ჰკითხოდ ტყიბული სად მდებარეობს შესაძლებელია ვერც გიპასუხოს.

პარტიულ სიებს თუგავეცნობით ვნახავთ საბჭოთა პერიოდიდან დღემდე ყველა დროის ჩინოვნიკს თუ პოლიტიკურ ფიგურას.როგორც ამბობენ მათგან ბევრს ტყიბულის აღმშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღვის,ზოგი პირდაპირ თუ ირიბად მუნიციპალიტეტის ნგრევშიც იღებდა მონაწილეობას.
მათ დღეს, წინასაარჩევნოდ ერთი რამ აერთიანებთ – მუნიციპალიტეტის აღმშენებლობა და კეთილდღეობა.ყოველი შემთხვევისათვის ასე ამბობენ ხელისუფლებაში მოსვლამდე და რას გააკეთებენ ამას მათ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გავიგებთ.
ამომრჩეველსაც მეტი რაგზაააქვს- მოისმინა, გაეცნო დაპირებებს და საკუთარ არჩევანს 21 ოქტომბერს გააკეთებს იმ იმედად, რომ მუნიციპალიტეტში ცხოვრების პირობები გაუმჯობესდება.

ისინი ვინც საკმაოდ ცნობილები ან ნაკლებად ცნობილები არიან, სარჩევნო კამპანიის დროს მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით, ქალაქისა და სოფლების უბნებში ხვდებოდენ. შეხვედრებისას ამომრჩელებს პარტიის პროგრამას -ხედვებს და მაჟორიტარობის კანდიდატებს აცნობდნენ.

პარტიული სიის შემადგენლობის შესახებ მოსახლეობა ნაკლებად ინფორიბულია,ამომრჩევლების უმეტესობამ მხოლოდ პარტიის დასახელაბა იცის, ხოლო ვინ არის პარტიული სიის თუნდაც ხუთეულში მათთვის უცნობია.

სამაგიეროდ მოსახლეობიისთვის ცნობილია,რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტში მოწესრიგდება შიდასასფლო გზები,დასრულდება გაზიფიცირება,გაუმჯობესდება სასმელი წყლის მიწოდება როგორც ქალაქში ასევე სოფლებში,ასეთი დაპირებები მრავლად აქვთ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს,რომლის განხორციელებასაც არჩენების შემდეგ გეგმევან.

პარტიები ასევე საარჩენო კამპანიის დროს, ამომრჩევლებისათვის ინფორმაციის მიწოდებს პლაკატების,ბროშურების და სოცილურ ქსელ “ფეისბუქზე“ განთავსებული ინფორმაციით და ფოტო მასალით ცდილობდა.

ადგილობრივ მედიაში მხოლოდ ორმა პარტიამ განათავსა კანდიდატების და საარჩევნო გეგმის შესახებ ინფორმაცია,ისიც „მუნიციპალიტეტის გამგეობის გაზეთში“. რომლის ტირაჟიც ამომრჩეველის რაოდენობასთან შედარებით ძალიან მცირეა და ფაქტიურად გაზეთი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობისათვის ხელმისაწვდომი არაა.

პოლიტიკური პარტიების სიის ათეულში ძირითადად ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკები არიან,ასევე საზოგადოებისათვის სხვადასხვა დროს საკმაოდ ცნობილი და გავლენიანი ფიგურები,პარტიების მოქმედი და ყოფილი ლიდერები. ასევე არიან ნაკლებად ცნობილი და საერთოდ უცნობი სახეები.

საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე,უგულავა -ევროპული საქართველო“ს საარჩევნო სიის პირველი ნომერი და მერობის კანდიდატი რუსლან ჯულაყიძეა.რომლის შესახებაც ამომრჩეველმა თითქმის არაფერი იცოდა,ის საზოგადოებისათვის ახალი სახე და ახალბედა პოლიტიკოსია,მან მოსახლეობას საარჩევნო კამპანიის დროს პარტიის ლიდერებთან ერთად აქტიური შეხვედრებით გააცნო თავი.ის ერთადერთი კანდიდატია რომელიც პოლიტიკაში არასოდეს ყოფილა.

საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის ხუთეულში საზოგადოებისათვის ნაცნობი სახეებია, რომლებიც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვენენ.

სიის პირველი ნომერი და მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ქათამაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ტყიბულის ორგანიზაციის ხელმძღვანელია, იყო გამგებლის პირველი მოადგილე 2004-2006 წლებში,ორი მოწვევის საკრებულლოს თავჯდომარე 2006-2012 წლებში.ქათამაძეს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს,მას გავლილი აქვს სტაჟირება ევროპაში და ამერიკაში.

სიის მეორე ნომერი და მერობის კანდიდატი ლევან დოხნაძე საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე იყო 2004 წელს და მუნიციპალიტეტის გამგებელი 2007-2012 წლებში.დოხნაძე ასევე წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.

სიის მესამე ნომერი და მოჟორიტარობის კანდიდატი დავით ლომიძე საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე იყო ორი მოწვევის საკრებულოში.

ასევე საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი პოლიტიკური პარტია საარჩევნო ბლოკი “დიმიტრი ლორთქიფანიძე,კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“ სიის ხუთეული,რომლის პირველი ნომერი და მაჟორიტარი კანდიდატია – ექიმი თენგიზ ჭიქაბერიძე,რომელიც ოთხმოცდაათიანი წლებიში იყო ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის წევრი.ჭიქაბერიძე ასევე 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში იყო ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციიდან“.

სიის მეორე ნომერი და მაჟორიტარი კანდიდატია კონსტანტინე ბოჭორიშვილი რომელიც ტყიბულის რაიონის გამგებელი იყო 2004-2007 წლებში და საკრებულოს წევრი 1998 წელს.არის მოქმედი საკრებულოს წევრი „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციიდან“

სიაში მესამე ნომრად წარმოდგენილია ამირან ქარქაშაძე,რომელიც 2012-2013 წლებში იყო „ქართული ოცნების“ ტყიბულის შტაბის წევრი და უფროსი,რომელმაც 2014 წელს საქართველოს პარლამენტის წევრის ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატთან ელისო ჩაფიძესთან დაპირისპირების გამო „ქარული ოცნება“ დატოვა და „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიიციას“ წევრი გახდა.

„დავით თარხან -მოურავი,ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ის პირველი ნომერი ბესიკ ცქიფირიშვილია, რომელიც სხვადასხვა წლებში იყო ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი,სოფელ ორპირის გამგებელი,ტყიბულის გამგებლის მოადგილე. არის ამავე პარტიის ერთერთი დამფუძნებელი და იმერეთის რეგიონის ხელმძღვანელი.

სიის მეორე ნომერი ზვიად ობოლაძე ოთხი მოწვევის საკრებულოს წევრი იყო,მას საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი პოლიტიკური გამოცდილება აქვს – ის პირველად 1996 წლის მოწვევის საკრებულოს წევრი იყო „მოქალაქეთა კავშირიდან“, შემდეგ საკრებულოს წევრი გახდა „ბურჯანაძე დემოკრატებიდან“, მესამედ საკრებულოს წევრი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ბოლოს მოქმედი საკრებულოს წევრია „პატრიოტთა ალიანსიდან“.

სიის მეოთხე ნომერია მამუკა ჯიშიაშვილი რომელიც N57-ე ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი და თავჯდომარე იყო 2003-2004 წლებში,ასევე 2015 წელს იყო „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ ტყიბულის ოფისის ხელმძღვანელი.

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ სიის პირველი ნომერია პარტიის ლიდერი ტყიბულში დავით კუბლაშვილი, რომელიც მოქმედი საკრებულოს წევრი გახდა 2014 წელს პოლიტიკური პარტიიდან „თავისუფალი დემოკრატები“. კუბლაშვილი იყო ამავე პარტიის ტყიბულის ორგანიზაციის ხელმძღვანელი,რომელიც მან 2015 წლის ოქტომბერში პროტესტის ნიშნად დატოვა და „ქართულ ოცნებაში გადავიდა“,მიზეზად „თავისუფალი დემოკრატების“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსი დაასახელა.

სიის მეოთხე ნომერი ტყიბულისათვის საკმაოდ ცნობილი პიროვნება „ევექსის ტყიბულის ჰოსპიტალის“ დირექტორი, ექიმი იური ელიაშვილია.რომელსაც მრავლწლიანი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილება აქვს.

ელიაშვილი პოლიტიკური პარტიის “ახალი მემარჯვენეების“ტყიბულის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო, ასევე იყო ტყიბულის საკრებულოს წევრი,ტყიბულის რაიონის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს მთავარი ექიმი და დირექტორი,ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯამრთელობის სამსახურის უფროსი.

როგორც ტყიბულში ამბობენ 9 პოლიტიკური პარტიიადან საკრებულოში მოხვედრის შანსი მხოლოდ რამდენიმე პარტიას აქვს.თუ ვინ გახდება 2017 წლის მოწვევის საკრებულოს წევრები ამას ადგილობრივი მოსახლეობა 21 ოქტობრის არჩევნებზე თავად გადაწყვეტს.

გიორგი სულაძე
„ოკრიბანიუსი“

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.