ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში 27 ოქტომბერს დაახლოვებით 18სთ.15 წთ უბედური შემთხვევა მოხდა.

კომპანიის ინფორმაციით მიწისქვეშა სამუშაოების წარმოების დროს,გამაგრებითი სამუშაოების შესრულებისას,ჩამოიშალა სამთო მასა,რადროსაც დაიღუპა 50 წლის მეშახტე.

გარდაცვლილი მეშახტე ქუთაისში საექსპერტო ბიუროში იქნა გადასვენებული,ქუთაისიდან გარდაცვლილის ცხედარი ტყიბულში საკუთარ სახლში გადაასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.