29 აპრილს სპორტული ცენტრის ინიციატივით პირველად ტყიბულში საჯარო სკოლებს შორის ,,მხიარული სტარტები” დაიწყო, სადაც მონაწილეობას ქალაქის საჯარო სკოლებთან ერთად სოფელ კურსების, ორპირის და გელათის საჯარო სკოლის გუნდები იღებენ.

მხიარული სპორტული შეჯიბრება 9 საჯარო სკოლის 200-მდე მოსწავლეთა შორის ოლიმპიური სისტემით იმართება და თითოეული შეხედრა სამი სახეობის თამაშისგან შედგება: ,,სლალომი”, ,,ბაგირის გადაძალვა” და ,,ესტაფეტა”.

გამარჯვებული გუნდები კი სამ საპრიზო კატეგორიაში დაგროვილი ქულბის შეჯამების მიხედვით გამოვლინდება და მათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ.
,,მხიარული სტარტები” ტყიბულის მუნიციპალიტეტის თვითმართველობისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის აქტიური მხარდაჭერით იმართება.

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *