ლევან დოხნაძეს რომელიც საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოულოდნელად გარდაიცვალა, შაბათს ტყიბულში დაკრძალავენ.

ლევან დოხნაძეს შაბათს 11 ნოემბერს 11 საათზე საცხოვრებელი სახლიდან ტყიბულის წმინდა გიორგის ეკლესიაში გადაასვენებენ, სადაც 15 საათამდე სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება და შემდეგ უკანასკნელ გზაზე გააცილებს მას საზოგადოება.

დოხნაძე 1961წელის 18 ივნისს ტყიბულში დაიბადა,როგორც ისტორია – ფილოლოგიის სპეციალისტი წლების მანძილზე პედაგოგიურ საქმიანობას რაიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ეწეოდა. 1995-1999 წლებში იყო ტყიბულის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე,ტყიბულის სახალხო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1999-2004 წლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსი, 2006 წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, 2007-2012 წლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი

2017 წლის ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებზე იყო საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ტყიბულის მუნიციპალიტეტში. ასევე იყო ნაციონალური მოძრაობის ტყიბულის პარტიული სიის მეორე ნომერი და გახდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი,ჰყავს მეუღლე და მშობლები.

ლევან დოხნაძის გარდაცვალებას მრავალი ადამიანი გამოეხმაურა,რომლებიც მწუხარებას გამოთქვამენ მისი გარდაცვალების გამო და უსამძიმრებენ გარდაცვლილის ოჯახს.

სამძიმრის წერილები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა რომელშიც წერია რომ, ლევან დოხნაძე დააკლდა ოჯახს,სანათესაოს,მეგობრებს და ქალაქს როგორც კეთილშობილი, ინტელექტუალური და საუკეთესო ადამიანი.

ლევანი დოხნაძის მეგობრები, ტყიბულის სახალხო თეატრის ყოფილი მსახიობები, საკავშირო და რესპუბლიკური ფესტივლების ლაურეატები – ლია ნებსიწვერიძე, ქეთევან ერგემლიძე, გოჩა დაჩიბერიძე, რომლებთანაც ის წლების მანძილზე მუშაობდა თეატრში, ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფებიან და ვერ ესწრებიან მეგობრის დაკრძალვას.ისინი საუკეთესო მეგობრის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ და სამძიმრის წერილებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ –

ლია ნემსიწვერიძე – „ძალიან ბევრი ახალგაზრდა და ლამაზი სიცოცხლე ტკივა ჩვენს ქალაქს,მაგრამ შენი ტკივილი არა გავს არცერთს,ეს მოულოდნელი,სულის შემძვრელი,გულის გამყინავი კივილის,მუდმივი კივილის და შეუშრობელი ცრემლის სიმბოლოა. ჩვენმა ქალაქმა კიდევ ერთხელ დაკარგა სიცოცხლის სურვილი,იმ სიცოცხლის რომელიც შენით გვიხაროდა.ვერ გაუძლო შენმა ადამიანურმა, თბილმა,მოყვასის მოყვარულმა გულმა, როგორ გიღალატა შენც და ჩვენც,შენ ხომ ძალიან ამშვენებდი ქალაქს, გვამშვენედი ჩვენ ყველას. როგორ მტკივა, როგორ ვწუხვარ რომ არა ვარ საქართველოში და ახლა უძლური ვარ ვიდგე შენს გვერდით მე და ჩემი შვილები,ჩემო ლევან, გპირდები ,ყველა ტაძარში იციმციმებს ჩემგან ანთებული სანთელი,რომელიც შენთვის დაიწვება,ისე როგორც დაიწვა ჩემი და მრავალი შენი მეგობრის გული.გწამდეს,მე ვიცი,შენ ჩვენისულის სითბო,სილამაზე,სიყვარული და სიცოცხლის ხალისი გაიყოლე.აფერუმ შენს კაცობას, რარიგ გვყვარებიხარ…….“

გოჩა დაჩიბერიძე – „ჩემი მეგობარი, განუმეორებელი იუმორის პატრონი, კეთილი, გულისხმიერი, ნიჭიერი, ტალანტი ნებისმიერ სფეროში, მშობლების და მეგობრების მოსიყვარულე. ასოებს ვეღარ ვხედავ, მაპატიეთ, ვტირი…“

ქეთევან ერგემლიძე – „როგორ მენანები ყველა მეგობრის დიდო ტკივილო,ეს რა მწუხარებით სავსე დილა მოგვიძღვენი შენი წასვლით,ძალიან მატკინე ჩემო ლევან გული,უსაზღვორა ჩემი მწუხარება შენი გარდაცვალების გამო,მინდა სამძიმარი ვუთხრა შენს ოჯახს ტელეფონით და ვერაფრით ვახერხებ,ღმერთმა ნათელში გვიმყოფოს შენი ლამაზი სული“.

ლევან დოხნაძის გარდაცვალების გამო ასევე მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე – „ძალიან ვწუხვარ… მთელი გულით ვუთანაგრძნობ ოჯახს. უკეთილშობილესი ადამიანი იყო ბატონი ლევანი, უფალმა ნათელი დაუმკვიდროს”.

„სააგენტო „ოკრიბანიუსი“ მწუხარებას გამოთქვამს საუკეთესო ადამიანის,კარგი რესპოდენტის და პოლიტიკოსის – ლევან დოხნაძის გარდაცვალების გამო. თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ყველა მის მეგობარსა და ახლობელს ამ დიდ ტკივილს“.