„ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის“ ოფისში, ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგიონული საინფორმაციო კამპანიის -„ევროპა სახლია“ს ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის(R-CSN) წევრი ორგანიზაციის ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის დირექტორი ზაზა გოჩელაშვილი უძღვებოდა,რომელსაც სხვადასხვა არასამთავრობო, მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრის განმავლობაში მსმენელებს წარედგინათ პრეზენტაცია უვიზო მიმოსვლის შესახებ და გაიმართა ვიდეოფილმების ჩვენება – „რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ“ და „არადოკუმენტირებული მიგრაცია ევროკავშირში“.

საინფორმაციო შეხვედრისას მოქალაქეებმა მიიღეს ინფორმაცია თუ რა საჭირო პროცედურების გავლა და დოკუმენტაციის შეგროვება მოუწევთ, სანამ ევროკავშირში- შენგენში გადაადგილებას გადაწყვეტენ, ასევე მიეწოდათ ინფორმაცია იმ საფრთხეებისა და რისკების შესახებ, რომელიც შეიძლება მათი მხრიდან უვიზო რეჟიმის წესების დარღვევას და სათანადო სამართლებრივი ნებართვის გარეშე შენგენის ტერიტორიაზე დარჩენას მოჰყვეს.

მიწოდებულმა ინფორმაციამ მსმენელებში დიდი ინტერესი გამოიწვია და ისინი აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. დაინტერესდნენ შენგენის ზონაში დარჩენის ვადებთან და მათი გამოთვლის წესთან დაკავშირებით. დაისვა კითხვები ზონაში ყოფნის პერიოდში საარსებო საშუალების გამოთვლასთან დაკავშირებით. ასევე დაინტერესდნენ დასაქმების შესაძლებლობების შესახებ და სხვა საკითხებზე

შეხვედრაზე მყოფთაგან ერთ-ერთ მოქალაქეს პირადად ქონდა ნასარგებლევი უვიზო მიმოსოვლით და მან უშუალოდ, საკუთარი გამოცდილების საფუძველზე გაუზიარა ინფორმაცია მონაწილეებს.

შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ვებგვერდის www.migrant.ge-ს და არასამთავრობო ორდანიზაცია სიდა-ს მიერ მიგრანტებთან დაკავშირებით განხორციელებული პროექტების შესახებ.

მონაწილეებს ასევე გადაეცათ კამპანიის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო ბროშურები.