გავრცელებული ინფორმაციით ტყიბულში საკრებულოს პირველ სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარედ ქალს აირჩევენ.

როგორც ამბობენ აღნიშნულ პოსტზე პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნები“ დან კაცის კანდიდატურა სახელდებოდა,მაგრამ შეიცვალა კანდიდატურა და იმავე პარტიიდან ხვალ საკრებულოს წევრები თავმჯდომარედ ქალს აირჩევს.

საკრებულოს თავმჯდომარე თუ ქალი გახდება, ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა ტყიბულის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის ისტორიაში – „ქალი საკრებულოს თავმჯდომარე“.

ასევე ამბობენ რომ თავმჯდომარის მოადგილედ რამდენიმე კანდიდატი განიხილება.

ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიის ოფიციალური ფეისბუქგვერდის ინფორმაციით – 20 ნოემბერს 15 საათზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება.

საკრებულოს სხდომაზე აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს, მოადგილეს და სხვა თანამდებობის პირებს.

2017 წლის 21 ოქტომრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დეპუტატის მანდატი ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ მოიპოვა.საკრებულოში წევრების რაოდენობა 27 შეადგენს, მათგან 23 კაცი და 4 ქალი არის.

სტატია ქვეყნდება “საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია” და ასოციაცია “დემოკრატიული აღმოსავლეთის” ერთობლივი პროექტის – “შენი მუნიციპალიტეტი, შენი ხმა” ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების პოზიციას. შესაბამისად, “საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია” და ასოციაცია “დემოკრატიული აღმოსავლეთი” არ არიან პასუხისმგებელები მასალის შინაარსზე.