ტყიბული ქუთაისის ცენტრალურ მაგისტრალზე სოფელ ხრესილში, ქუთაისი – ტყიბულის მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ, შეჯახების შედეგად არიან დაშავებულები.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განაცხადეს რომ „შემთხვევის ადგილიდან 6 დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ტყიბულის ჰოსპიტალში საშუალო სიმძიმის დაზიანებებით გადაიყვანეს“ სადაც მათ პირველადი დახმარება უტარდებათ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო ეკიპაჟები.

როგორც „ოკრიბანიუს“ შსს-ში განუცხადეს ავტოავრიის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამრათლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

პ.ს ფოტო შემთხვევის ადგილიდან ინტერნეტში გავრცელდა.