ზესტაფონში დასავლეთ საქართველოს ღია პირველობა კუნგ-ფუში გაიმართა.

ტურნირში ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის კუნგ-ფუს გუნდი მონაწილებდა, რომლის ხელმძღვანელები ოლეგ ფანჩულიძე და ლაშა ცქიფურიშვილი არიან.

ტყიბულის გუნდმა ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და მოიპოვა 6 პირველი, 2 მეორე და 2 მესამე ადგილი.

ჩემპიონები გახდნენ: ნიკა ბუაძე; საბა გელაძე; ლაზარე ბოჭორიშვილი; ნიკა მესხორაძე; ლუკა მესხორაძე; გიორგი ყიფიანი.
პრიზიორები არიან:ლუკა ბრეგაძე; ანრი ვარდოსანიძე; ლუკა ლანჩავა; ჯემალი ახვლედიანი.
ყველა ჩემპიონი და პრიზიორი დაჯილდოვდა მედლებით და დიპლომებით.

გუნდს ტურნირზე გამგზავრებაში ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი დაეხმარა.

ტურნირში ზესტაფონის, ხარაგულის, თერჯოლის, აბაშის, რუსთავის, ტყიბულის,თბილისის და აზერბაიჯანის გუნდებიდან სულ 85 სპორტსმენი ვაჟები და გოგონები მონაწილეობდა.

ტურნირის ორგანიზატორი ზესტაფონის სპორტული კლუბი “ავაზა“ იყო ,რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის პატრონაჟით და საქართველოს კუნგ-ფუს ეროვნული ფედერაციის ეგიდით გაიმართა.