26 აპრილს კლუბ “რატის” დარბაზში გელა გიორგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი გაიმართა “კუნგ ფუ სანდაში”. იმერეთის პირველობაში მონაწილეობა იმერეთის შვიდმა კლუბმა მიიღო. პირველობისათვის ტყიბულის კლუბ “რატისა” და კარატეს კლუბ “სამურაისთან” ერთად ზესტაფონის, ხარაგაულის, საწირის, ძევრისა და თერჯოლის კლუბებიც იბრძოდნენ. ტურნირზე 84 მონაწილე 15 წონით კატეგორიაში იქნენ გადანაწილებულნი, რომელთა შორის გოგონებიც ასპარეზობდნენ.
საკმაოდ დაძაბული ნახევარფინალური და ფინალური ბრძოლების შედეგად გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. საპრიზო ადგილებზე გასული კლუბებიდან გუნდური პირველი ადგილი შვიდი პრიზიორით ტყიბულის კლუბმა “რატიმ” არავის დაუთმო, მეორე ადგილზე ზესტაფონის კლუბი “ავაზა” გავიდა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი კლუბი ხარაგაული გახდა.
გამარჯვებული კლუბები და სპორტსმენები შესაბამისი ხარისხის მედლებითა და დიპლომებითYდაჯილდოვდნენ. აღნიშნული ტურნირი გაზაფხულსა და შემოდგომაზე ჩვენს ქალაქში ყოველწლიურად ტარდება.

თეონა ჯანელიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *