ტყიბულის მუნიციპალიტეტში14 დეკემბერს ხრესილის ომის 260 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით ამდღეს დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები:

11:30 გელათის სამონასტრო კომპლექსში წმინდა სოლომონის საფლავის პატივმიგება. გელათის სასულიერო აკადემიაში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია თემაზე“ხრესილის ომი“.

14:00 ხრესილის თემში “ხრესილის ომის ამსახველი მონუმენტის თაყვანისცემა“.

14:30 ხრესილის საჯარო სკოლა-„სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითი კონცერტი“.

16:30 ტყიბულის სპორტის სასახლე -„ტყიბულის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა წარდგენა ქალაქის ქორეოგრაფიული ანსამბლების შემოქმედებითი კონცერტის თანხლებით“.

17:30 ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრი დასკვნითი კონცერტი.