თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები თერჯოლიდან მარიკა ქარქაშაძე და ზაზა ჯანგიანი, ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის სტიპედიანტები გახდნენ.

ინფრომაციას და ფოტოებს ამის შესახებ ელგუჯა გოცირიძის ოფიციალური ფეისბუქგვერდი აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ;-

„ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის სტიპენდიანტთა უკვე გრძელ სიას კიდევ ორი სტუდენტი შეემატა. მარიკა ქარქაშაძე და ზაზა ჯანგიანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობენ, მაღალი აკადემიური მოსწრების, წარჩინებული თერჯოლელი სტუდენტები დეპუტატის სტიპენდიას 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ.

ვიმედოვნებთ, რომ ფინანსურ წახალისებასთან ერთად დანიშნული სტიპენდია ნიჭიერ ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს და დაეხმარება მათ დასახული მიზნების მიღწევაში“ ნათქვამია განცხადებაში.