ევროინტეგრაციის საკითხებზე კიევში კონფერენცია გაიმართა

ქართველი და უკრაინელი ჟურნალისტებისათვის კიევში ევროინტეგრაციის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა.

უკრაინაში ჟურნალისტებს შეხვდნენ და ევროინტეგრაციის საკითხებზე ესაუბრნენ ესტონეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჰანეს რუმი, ესტონეთის ელჩი“აღმოსავლეთის პარტნიორობის“საკითხებში იან რეინჰოლდი, უკრაინის ვიცე პრემიერ მინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ივანნა კლიმპუშ-ცინცაძე და სხვა ოფიციალური პირები. მათმა ჟურნალისტებთან ასევე საქართველოსა და უკრინის ევროპასთან ურთიერთობის საკითხებზე ისაუბრეს.


იან რეინჰოლდი

საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომობის შესახებ იან რეინჰოლდმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა „თქვენთვის ჯობია რომ იმუშაოთ გარკვეულ საკითხებზე და ნელნელა იაროთ. ჩვენ ვთვლით რომ ძალიან კარგი ნიშანი მივიღეთ სამიტიდან, რომელიც ბრიუსელში მიმდინარე წლის 24 ნოემბერს ჩატარდა. ვიცით რა უნდა ვაკეთოთ მომავალში. მაგალითად ბევრი ვისაუბრეთ იმაზე თუ რა პლიუსები აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობას. მაგრამ ჩვენთვის ესტონელებისთვის და ევროკავშირისთვის მნიშვნელობანია, რომ ექვსივე ქვეყანას ცალ-ცალკე დავაკვირდებით.

ჩვენ გვინდოდა რომ ყველა ქვეყანას, ყველა პრეზიდენტს ამ სამიტიდან რაღაც მესიჯი მიეღო, რათა შეეძლოთ აუხსნან უბრალო ადამიანებს რისთვის გვჭირდება ევროკავშირი და ევროინტეგრაცია.

ვფიქრობ, რომ საქართველოს დიდი პერსპექტივა აქვს, იმიტომ რომ თქვენ პატარა ქვეყანა ხართ, რომელმაც ბევრ რამეს მიაღწია. 8 წელია რაც თქვენ ეს პოლიტიკა გაგაჩნიათ და 26 წელია რაც საბჭოთა კავრიშიდან გამოხვედით და შესაძლოა უკვე 25 წლის მერე ესტონელებმა მოგმართონ რჩევისთვის.

მაგალითად თუ შევადარებთ უკრაინასა და საქართვლოს, უკრაინა შედარებით დიდი და მრავალრიცხოვანი ქვეყანაა. ამიტომაც რეფორმების ჩატარება გაცილებით ადვილია პატარა ქვეყანაში. თქვენ ძალიან კარგად შეესაბამებით ევროკავშირს და თქვენი დიპლომატიური ნაბიჯებიც,-განაცხადა რეინჰოლდიმ.

კიევში ქართველი და უკრაინელი ჟურნალისტებისათვის კონფერენცია „ევროინტეგრაციის საკითხებზე“ აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის ინიციატივით და უკრაინის „კრიზისის მედია ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა, რომლის შემადგენლობაშიც იყო „ოკრიბანიუსის“ წარმომადგენელი. ორგანიზატორების ინფორმაციით ისინი თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ ქართული და უკრაინული მედიის წარმომადგენლებთან.