კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისთვის „კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი“ მიენიჭა 19 ობიექტს,

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერელური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის 2018 წლის 3 იანვრის ბრძანება N 02/2 -ის საფუძველზე.

მათ შორის არის ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის ორი ეკლესია – შუა საუკუნეების არქიტექტურის არქეოლოგიური წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და განვითარებული შუა საუკუნეების/გვიანი შუა საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია.

ზემოთ აღნიშნული ბრძანება, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე 2018 წლის 9 იანვარს გამოქვეყნდა და ამოქმედდა გამოგვეყნებისთანავე.