საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისს ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლები პროექტის ფარფლებში ,,იაქტიურე და ჩაერთე გადაწყვეტილების მიღების პროცესში” შეხვედრებს იმერეთის მუნიციპალიტეტებში მართავენ.

დღეს ,,საიას” წარმომადგენლებმა მორიგი შეხვედრა სამუშაო ჯგუფის წევრებთან ტყიბულში გამართეს, სადაც წარმოდგენილნი იყვნენ საჯარო სექტორის, დეპუტატის ბიუროს, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგნლები და აქტიური მოქალაქეები.

პროექტის მიზანია მოახდინოს სამუშაო ჯგუფის უშუალო ჩართულობა კონკრეტული პრობლემების გადაჭრაშის პროცესში.

შეხვედრაზე ,,საიას” წარმომადგენლებმა და სამუშაო ჯგუფის წევრებმა ერთობლივად განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები, განსაზღვრეს პრიორიტეტები და შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარბლდ, რომელთა შორისაც უმთავრესი აღმოჩნდა შიდა გზების მოწესრიგების საკითხი.

პროექტი დაფინანსებულია ,,აღმოსავლეთ-დასვლეთის მართვის ინსტიტუტის და საჯარო პოლიტიკის ადვიკატირებისა და სმოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა საქრთველოში”-ს მიერ.

ტყიბულში ახალგაზრდა იურისტთა ასოციასიის წარმომადგენლები მორიგ შეხვედრას სამუშაო ჯგუფის წევრებთან მაისის თვეში გამართავენ.

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *