ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო აგრძელებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ იმერეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაციებს.

სააგენტომ ჰაბის პრეზენტაცია ტყიბულის მუნიციპალიტეტში,ლიტერარტურულ კაფეში გამართა.

ღონისძიების მიზანი მუნიციპალიტეტში ჰაბის ცნობადობის გაზრდა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტური დიალოგის დაწყება იყო.

შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოება გაეცნო ჰაბის როლსა და ფუნქციას, პროექტის სამომავლო გეგმებს, ასევე განიხილეს „დროის ბანკის“ კომპონენტი.

პრეზენტაციას რეგიონის საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის, თვითმმართველობის, ბიზნესის წარმომადგენლები და სამოქალაქო ლიდერები ესწრებოდნენ.

“ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს” ინფორმაციით, კონსოლციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. პროექტის საერთო ბიუჯეტია 5.07 მლნ ევრო (აქედან ევროკავშირის კონტრიბუცია 3.8 მლნ ევროა), განხორციელდება სხვადასხვა სახის 110-ზე მეტი აქტივობა და გაიცემა 80-მდე გრანტი, ჯამში 720 ათასი ევროს ღირებულების, სულ მცირე 2500 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.