აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემობრძანებას რამდენიმე დღე გვაცილებს. სადღესასწაულო განწყობა საქართველოს ყველა ქალაქში და მათ შორის ტყიბულშიც მძაფრად შეიგრძნობა.

აღდგომის შესახვედრად მორწმუნეები განსაკუთრებულად ემზადებიან. ცხვება პასკა, იღებება კვერცხები. თუმცა ამ საერთო ტრადიციის გარდა სხვადასხვა ოჯახში ამ დღესასწაულზე განსხვავებულ ატრიბუტიკასაც იყენებენ. მორწმუნეთა ძირითადი ნაწილი აღდგომას ტაძარში ხვდება, ლიტურგიის დასრულების შემდეგ კი ტრადიციული კვერცხითა და პასკით აღნიშნავს დღესასწაულს.

ქართველი მართლმადიდებლებისათვის სააღდგომო სუფრაც ტრადიციულია და მის მოსამზადებლად დიდი თუ პატარა მთელი კვირის მანძილზე ემზადება. კვერცხის საღებავისა და პასკის მრავალფეროვან არჩევანს წელს თითქმის ყველა სავაჭრო დახლზე შენიშნავდით.

დღესასწაულთა დღესასწაული – ასე მოიხსენიებენ მაცხოვრის აღდგომას მართლმადიდებლები. ეს დღე ყველას აერთიანებს და ერთნაირად ახარებს.

თეონა ჯანელიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *