14 აპრილს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გამგეობის სამსახურების უფროსები, არასამეწარმეო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოთა რწმუნებულები ესწრებოდნენ. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ცნობილაძე უძღვებოდა.

დღის წესრიგის მიხედვით საკრებულოს წევრებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის ცვლილებები ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2014 წლის პრიგრამულ ბიუჯეტში.

აღნიშნული ცვლილება მთავრობის განკარგულების საფუძველზე განხორციელდა, რომლის მიხედვითაც ტყიბულის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის წლის პირველ ნახევარში 2 200 000 ლარი გამოეყო, ხოლო 443 000 ლარი სოფლის პროგრამების განსახორციელებლად.

ასევე განიხილეს რამდენიმე გეგმიური საკითხი და ჩაიბარეს ანგარიში გამგეობის, გამგეობის სამსახურბის, არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდილი პირებისა და ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებისაგან, 2013 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ.

საკრებულოს სხდომაზე ასევე ისაუბრეს ბიუჯეტის შეუსრულებლობაზე, რომელიც გასულ წელს მხოლოდ 80%-ით იქნა შესრულებული. ბიუჯეტის შეუსრულებლობის მიზეზად კი 2013 წლის ბიუჯეტში ქონების გადასახადის არასწორად დაგეგმვას ასახელებენ.

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *