ღვაწლმოსილი პედაგოგი,მწერალი,შემოქმედი,ღირსების ორდენის კავალერი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის მკვიდრი მიხეილ(მიშა) აბესაძე 85 წლის გახდა.

მიხეილ აბესაძის საიუბილეო მილოცვას და ფოტოს „ახალგაზრდული მოძრაობა ძლიერი მუხურა“ საკუთარ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთვაზობთ.

„დღეს მიხეილ აბესაძის 85 წლის იუბილეა.
მიხეილ აბესაძის ცხოვრება მთლიანად დაკავშირებულია სკოლასთან და ახლგაზრდობის აღზრდის საქმესთან.

მრავალმხრივი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული პედაგოგი ამასთანავე ძალ-ღონეს არ იშურებდა დაკარგვის პირას მისული ზემო იმერეთის მუსიკალური ფოლკლორის, ზეპირსიტყვიერების, ონუმასტიკის, ტოპონიმიკის, ეთნოგრაფიული ნიმუშების კვლევისა და გადარჩენისათვის.

მიხეილ აბესაძე ავტორია ეთნოგრაფიისა და ფოლკლორულ მასალებზე შედგენილი კრებულებისა, ასევე მისი ავტორობით გამოიცა წიგნი “გმირი და გარემო”, “მუხურა ჩემი მუხურა” და სხვა მრავალი საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომი.

მიხეილ აბესაძე მრავალგზის ფესტივალების ლაურიატი და ღირსების ორდენის კავალერია.
ახალგაზრდული მოძრაობა ულოცავს ღირსეულ პიროვნებას, ჭეშმარიტ მამულიშვილს იუბილეს და დღეგრძელ სიცოცხლეს უსურვებს!“ ნათქვამია განცხადებაში.