ტყიბულელი მოჭადრაკეების მორიგი წარმატება

>28 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით ქალაქ ქუთაისში მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში სხვადასხვა ასაკის მოჭადრაკეთა შორის ჭადრაკში, იმერეთის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ტყიბულიელმა მოჭადრაკეებმა მორიგ წარმატებას მიაღწიეს.

ჩემპიონატში მონაწილეობა პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თამარ ფაშკურიძემ და დავით ცქიფურიშვილმა მიიღეს. შეჯიბრება წრიული და შვეიცარული სისტემით გაიმართა.

16 წლამდე გოგონათა შორის თამარ ფაშკურიძემ ცხრა შესაძლებლობიდან 7 ქულა მოაგროვა და შესაბამისად იმერეთის ჩემპიონი დამსახურებულად გახდა. დავით ცქიფურიშავილმა კი 12 წლამდე მოსწავლეთა შორის, სადაც 22 მონაწილე გამოდიოდა ექვსი ქულა დააგროვა და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია ისიც, რომ თამარ ფაშკურიძემ ამ წარმატებით მსოფლიო კლასიფიკაციაში პირადიDრეიტინგი 21 ერთეულით გაიუმჯობესა.

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.