ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში მომხადარი დანაშაულის შესახებ თანასოფლელები ამბობენ რომ მეზობლებს შორის დაპირისპირება ერთი წლის წინ დაიწყო.

როგორც სოფელში ამბობენ – ერთი წლის წინ 20 წლის ბიჭი მეზობელს ტრაქტორით ეხმარებოდა რადროსაც ის მოულოდნელად გარდაიცვალა.ბიჭის მამა შვილის გარდაცვალებაში მეზობელს ადანაშაულებდა და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება ხშირად ხდებოდა.

გუშინ საღამოს მამაკაცი სოფლის წყაროსთან ჩამოჯდა დასასვენებლად და ჩაეძინა,რადროსაც მას მეზობელი მიეპარა საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, ცეცხლმოკიდებული მამაკაცი მოფხიზლდა, წყაროში ჩახტა და ცეცხლი ჩაიქრო,შემდეგ სახლისკენ გაიქცა და იმ კაცის სახელს იძახდა ვინც მას ცეცხლი წაუკიდა, ამბობენ მეზობლები.

დაშავებული მამაკაცის ახლობლები და თანასოფლელები დამნაშავის ოჯახის სოფლიდან გასახლებას მოითხოვენ.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში, მძინარე მამაკაცისთვის ბენზინის გადასხმის და ცეცხლის წაკიდების ფაქტზე შსს-მ ბრალდებული უკვე დააკვა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.