თბილისში მდებარე „ახალი სკოლა“ აცხადებს კონკურსს სასტიპენდიო პროგრამაზე 16-17 წლის მოსწავლეებისთვის შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.

„ახალი სკოლა“ არის საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამის სწავლებისთვის ავტორიზებული სკოლა. სტიპენდია მთლიანად დაფარავს საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის ორწლიან ციკლს, რომელიც 2018-2019 აკადემიურ წელს იწყება, და ცხოვრების ხარჯებს.

საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამა, რომლის ძირითადი მიმართულებაა ევროპეისტიკა, სტანდარტულ საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამას წარმოადგენს – უაღრესად მრავალმხრივი და სრულყოფილი ორწლიანი აკადემიური კურსით – და ამავე დროს ის მოსწავლეებს ევროპის და ევროკავშირის საკითხების შესწავლის უნიკალური შანსს სთავაზობს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასტიპენდიო პროგრამა წარმოადგენს ევროკავშირის და მისი პარტნიორების ძალისხმევის ნაწილს ახალგაზრდების საგანმანათლებლო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში.

საერთაშორისო ბაკალავრიატის მოპოვებით მოსწავლეებს ექნებათ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მიღების უფრო მეტი შანსი.

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე ექვსი ქვეყნის მოსწავლეებზე 30-მდე სტიპენდია გაიცემა.

განაცხადების შეტანის საბოლოო თარიღია 2018 წლის 31 მარტი, 12:00 საათი საქართველოს დროით.

განაცხადების შეტანის შემდეგ ჩატარდება წერილობითი ტესტები 2018 წლის აპრილის განმავლობაში და გასაუბრებები 2018 წლის 1-დან 15 მაისამდე.

განაცხადის პაკეტი სრულად ხელმისაწვდომია „ახალი სკოლის“ ვებსაიტზე: http://www.newschoolgeorgia-app.com/

2018-2019 სასწავლო წლის სტიპენდიის მიმღებთა სია გამოცხადდება 2018 წლის მაისის მეორე ნახევარში.

დამატებითი ინფორმაციისთვის:
იხილეთ: აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამის განაცხადის პაკეტიhttp://www.newschoolgeorgia.com/apk/
ელფოსტა: euscholarship@newschoolgeorgia.com
ან დარეკეთ: + 995 32 225 70 06 (ქალაქის ტელეფონი); +995 599 25 17 17 (მობილური ტელეფონი)