ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ 20 მარტს, ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში ღია კარის დღე გამართა.

ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას დაურიგდა საინფორმაციო სტიკერები, რომლებზეც ასხულია 2018-2019 წლის პერიოდში,რეგიონული განვითარების ფონდის თანადაფინანსებით დაგეგმილი პროექტები.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ,პროექტის მიზანი არის, იმერეთის მხარის 12-ვე მუნიციპალიტეში ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის-„რეგიონული განვითარება,თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე “ შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლება.

ღონისძიება მუნიციპალიტეტებში „იმერეთის მხარეში ევროკავშირის ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებრივი ინფორმირებულობის გაზრდის“ ფარგლებში გაიმართა.

პროექტი დაფინანსებულია GIZის მიერ- „საქართველოს,მოლდოვასა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობის პლატფორმის“ ფარგლებში.