ტყიბულელი ილია სულამანიძე ძიუდოში კადეტთა შორის ევროპის თასის მფლობელი გახდა

ტყიბულელი ილია სულამანიძე ძიუდოში კადეტთა შორის ევროპის თასის მფლობელი გახდა.
ტურნირი რუსეთის ქალაქ ტულაში გაიმართა.

90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეძე ქართველმა სპორტსმენმა პირველ შეხვედრაში რუსეთის პირველ ნომერს მატვეი კანიკოვსკის სძლია, ხოლო მეორეში უზბეკეთის წარმომადგენელი ჯასურ შაროფიდინოვი ჩამოიშორა. ნახევარფინალსა და ფინალში კი მას თანამემამულეებთან მოუწია ორთაბრძოლა, ნახევარფინალში მან ბაჩო ვარდიაშვილი დაამარცხა, ხოლო ფინალში ნიკა ხარაზიშვილს სძლია.