ხარება

7 აპრილს მართლმადიდებელმა სამყარომ ხარების დღესასწაული იზეიმა. ეკლესიური მოძღვრების თანახმად ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა.სახარების მიხედვით, მთავარანგელოზ გაბრიელს მარიამ ღვთისმშობლისთვის უხარებია, რომ მისგან იესო ქრისტე, ძე ღვთისა იშვებოდა. ხარება 12 საუფლო დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია. ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ამ დღეს მრევლის განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩეოდა. ხარების დღესასწაულზე საზეიმო წირვა-ლოცვა ტაძრის წინამძღვარმა მამა იოანემ აღავლინა.

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.