ტყიბულის სპორტის სასახლეში ტრადიციული „გელა გიორგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი კუნგ-ფუ ში“ გაიმარათა.

რომელშიც ტყიბულის,ზესტაფონის , ხარაგაულის , თერჯოლის , ამბროლაურის და ბაღდათის გუნდების 95 სპორტსმენი ვაჟები და გოგონები მონაწილეობდნენ 18 წონით კატეგორიაში.

ტყიბულში გამართულ ტურნირების ისტორიაში ტრადიციულ კუნგ-ფუ ფაიტინგთან ერთად შეჯიბრი გაიმართა ასევე ახალ სპორტის სახეობა „ტუიშოუში“,რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა სპორტსმენბსა და მაყურებელში.

შეჯიბრში ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის კუნგ-ფუს და კარატეს გუნდები მონაწილეობდნენ, ოლეგ ფანჩულიძის,ლაშა ცქიფურიშვილის და ლევან კუბლაშვილის ხელმძღვანელობით.

გუნდურ პირველ ადგილზე 12 ჩემპიონით ტყიბულის კუნგ-ფუს გუნდი გავიდა და ჩემპიონები გახდნენ: ლუკა ბარბაქაძე,ნიკა ბარბაქაძე,საბა გელაძე,ლუკა ლანჩავა,საბა აბესაძე,ლაზარე ბოჭორიშვილი,ნიკოლოზ ბუბაშვილი,ლევან ყაზაიშვილი, სანდრო კუპატაძე, ვასილ ფორჩხიძე, ლუკა მესხორაძე, გიორგი ტალახაძე.

პრიზიორები გახდნენ:გიორგი ჭიჭიკოშვილი,ბაჩუკი დიხამინჯია,კონსტანტინე ბუცხრიკიძე,ლევან ცნობილაძე. ყველა ჩემპიონი და პრიზიორი მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირი ტყიბულში ”ოლეგ ფანჩულიძის კუნგ-ფუ ს სკოლი”-ს ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის პატრონაჟით გაიმართა.