საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, რუმინეთში ჭაბუკთა შორის ევროპის თასზე შეჯიბრის მეორე დღეს საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტურნირის გამარჯვებული ტყიბულელი ძიუდოისტი ილია სულამანიძე გახდა (-90კგ), ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ გიორგი შერაზადიშვილი (-81კგ) და საბა ინანეიშვილი (+90კგ), ბრინჯაოს მედალი ნიკა ხარაზიშვილმა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების ძიუდოისტების ანგარიშზე შეჯიბრში სულ 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია. პირველ დღეს -66კგ-ში ოქროს მედალი ლუკა კაპანაძემ მოიპოვა, ბრინჯაო – გიორგი იანტბელიძემ.