ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტყიბულში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს,

9 მაისი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ ჩუბინიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია კობახიძემ და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის გმირის გრიგოლ გაბრიაძის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.

ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის 5 ვეტერანს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100-100 ლარი და სასაჩუქრე კალათები გადაეცათ.

გრიგოლ დალაქიშვილმა, თემურ ჩუბინიძემ და ნატალია კობახიძემ, იმ ვეტერანებს, რომლებმაც ღონისძიებაზე მისვლა ვერ შეძლეს, ტყიბულსა და სოფელ საწირეში, ფაშიზმზე გამარჯვების დღე ოჯახებში მიულოცეს.