ძლიერი სეტყვა იყო დღეს ტყიბულში.

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, დაისეტყვა ნათესები, ვაზი, დაზიანდა მრავალწლიანი ნარგავები.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,ზუსტდება ინფორმაცია სტიქიის შედეგების შესახებ როგორც ქალაქში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებიდან.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სეტყვა მხოლოდ ქალაქში იყო. ზარალის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.