ტყიბულში ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე ორი ადამიანი დაიღუპა

ტყიბულში დღეს დილით ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე რომელიც ინდ.მეწარმეს ეკუთვნის,ორი ადამიანი დაიღუპა 26 წლის სანდრო ბუცხრიკიძე და 60 წლის რეზო ლომთაძე.

დაღუპული მუშები კარიერიდან სამთო სამაშველო სამსახურმა ამოიყვანა და ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც მათ ექსპერტიზა ჩაუტარდათ.როგორც ადგილობრივები ამბობენ სავარაუდოდ მუშების გარდაცვალება უჰაერობამ გამოიწვია.

ამდროისათვის გარდაცვლილები ქუთაისის პროზექტურიდან ტყიბულში საკუთარ სახლებში არიან გადასვენებული.სანდრო ბუცხრიკიძე ქალაქ ტყიბულში,რეზო ლომთაზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კისორეთში.

ტყიბულში, ღია მოპოვების ქვანახშირის კარიერზე ორი მუშის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც „ოკრიბანიუს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარებს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.