ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის სცენაზე, მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის რაიონული კონკურსი გაიმართა. იუმორისტულ საღამოში მონაწილეობა ქალაქისა და სოფლის სკოლების ცხრა გუნდმა მიიღო.

მანსანკანში მონაწილე გუნდები ჟიურისა და მაყურებლის წინაშე პირველ ტურში მისალმებით წარსდგნენ, შემდეგ კი ერთმანეთს მუსიკალურ, იუმორისტულ და ქორეოგრაფიულ ნომრებში გაეჯიბრნენ.

მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის შეჯიბრი საქართველოს წითელი ჯვრის ტყიბულის ადგილობრივი ორგანიზაციის ინიციატივითა გაიმართა, რომელთა გამოსვლას 5 წევრიანი ჟიური აფასებდა.

წითელი ჯვრისა და ჟიურის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით შემუშავებული იქნა 9 ნომინაცია, შესაბამისად მხიარულთა და საზრიანთა კონკურსში გამარჯვებული გუნდები არა ადგილების, არამედ ნომინაციების მიხედვით გამოვლინდნენ. აქედან გამომდინარე იუმორისტულ საღამოში მონაწილე ყველა გუნდი სხადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდა. თუმცა ჟიურის ამ გადაწყვეტილებამ ზოგიერთი მონაწილე გუნდის უკმაყოფილება გამოიწვია.

მხიარულთა და საზრიანთა კონკურსში მონაწილე გუნდებს წითელი ჯვრისგან სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *