18 მარტს ტყიბულში “იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი სპექტრის” წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათთან ერთად ამ დღეს “ტყიბულის ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის” მონიტორინგი და რეალიზაციის შესაძლებლობების შეფასება მოხდა.

აღნიშნული გეგმა დაინტერესებულ მხარეთა აქტიური მონაწილეობით თორმეტთვიანი მუშაობის შედეგად შემუშავდა, რომელიც 115 ფართომასშტაბიან ღონისძიებას მოიცავს და მისი განხორციელება სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მიერ 2017 წლამდე ეტაპობრივად უნდა მოხდეს.
გეგმის გაანალიზების შედეგად გამოიკვეთა, რომ ამ დრომდე გარკვეული ღონისძიებების შესრულება დაწყებულია, მათ შორისაა სუფთა წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ასევე მუნიციპალიტეტისათვის შეძენილი იქნა ერთი ერთეული კომბინირებული სახის ტექნიკა. შეხვედრაზე დაისახა ახალი გზებიც, რათა უფრო სწრაფად მოხდეს სამოქმედო გეგმის მიხედვით რიგი ღონისძიებების განხორციელება.
ღონისძიებათა ეფექტურად განხორციელების მიზნით მსგავსი სახის შეხვედრების მოწყობა ტყიბულში კიდევ იგეგმება. პროექტი ჩვენს ქალაქში არასამთავრობო ორგანიზაციების “იმერეთის მხხარის მეცნიერთა კავშირი სპექტრისა” და “ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის” მიერ განხორციელდა.

თეონა ჯანელიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *